Lenovo-მ დღეს წარმოადგინა ორი სამაგიდო კომპიუტერი კლასით «ყველაფერი ერთში» — IdeaCentre A700 и B305.

პირველი, ანონსირებული მონობლოკები შესაძლებელია აღჭურვილი იყოს Intel Core i3 ან i5 ორბირთვიანი პროცესორებით ან Core i7-ის ოთხბირთვიანი ჩიპით. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 8 გბ; ვინჩესტერი — 2 ტბ-მდე. 23-დიუმიანი დისპლეი Full HD გაფართოებით 1920×1080 პიქსელი; შესაძლებელია დისკრეტული ვიდეოადაფტერის ATI Mobility Radeon HD 5650-ის დაყენება, პროგრამული ინტერფეისის DirectX 11-ის და Blu-ray ჩამწერის მხარდაჭერით. PC-ის არსენალში შედის — JBL დინამიკები, HDMI ინტერფეისი, Wi-Fi-ადაფტერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით და ქარდრიდერი «5 1-ში».

კომპიუტერი IdeaCentre B305 დამზადებულია AMD პლადფორმაზე, ოთხბირთვიანი პროცესორით Athlon II X4. შედარებით ძვირიან მონობლოკს გააჩნია 4 გბ RAM და 1 ტბ ვინჩესტერი. 21,5 დიუმიან ეკრანს გააჩნია Full HD-გაფართოება; შესაძლებელია დისკრეტული ადაფტერისა და TV-ტუნერის დაყენება. მუწყობილობის შემადგენლობაშია — Wi-Fi კონტროლერი, DVD-ჩამწერი და ქარდრიდერი.

IdeaCentre A700 და B305 მონობლოკები გაყიდვაში გამოვა მომდევნო თვეში; მათი ფასი დაახლებით შეადგენს 1000 და 700 დოლარს.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.