დღეს გამოვიდა Linux Mint 9 “Isadora”-ს ფინალური ვერსია, ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ლინუქსის დისტრიბუტივი, რომელიც დაფუძნებლია Ubuntu Linux 10.04 ვერსიაზე. როგორც ყოველთვის, დისტრიბუტივში შენარჩუნებლია თავსებადობა ორიგინალურ უბუნტუსთან და ამასთანავე დამატებულია ფუნქციონლაური შესაძლებლობები: პროგრამების შეცვლილი კრებული, უტილიტები mitTools (minMenu, mintInstall, mintUpdate, mintBackup), შეცვლილია თემა გაფორმება და ბევრი სხვა რამ. როგორც Ubuntu 10.4, მიმდინარე რელიზი ეფუძნება 2.6.32 ბირთვს და სამუშაო გარემოდ იყენებს GNOME 2.30 ვერსიას.
აი რელიზის მნიშვნელოვანი სიახლეები:
- პროგრამების ახალი მენეჯერი (Software Manager) რეიტინგებით და მომხმარებლების განხილვებით, პაკეტების ფონურ ღეჯიმში დაყენებითა და წაშლით, გაუმჯობესებულია ინტერფეისი.
- სარეზერვო კოპირების ახალი ინსტრუმენტი
- გაუმჯობესებული მენიუ: მენიუს რედაქატირებადი ელემენტები, გამჭვირვალობა, რჩეული პროგრამების სიის შენახვა.
- სამუშაო მაგიდის პარამეტრები: ცვლილებების მომენტალური მიღება, დამატებითი ოფციები
- გარეგნობის გაუმჯობესება და რედიზაინი
- სისტემური განახლებები: დამატებულია Windows Installer, USB-Creator, ლოკალური რეპოზიტორია და Gnome-ppp, APT-ის ახალი ბრძანებები
- პროექტის განახლებები: ახალი საიტი, დისტრიბუტივები KDE, Xfce, LXDE-სა და Fluxbox-ის ბაზაზე გახდა ოფიციალური და ბევრი სხვა სიახლე.
დისტრიბუტივის გადმოწერა შეიძლება აქედან.
პროექტის საიტი: linuxmint.com
პროექტის მთავარ საიტზე ჯერ არ არის სიახლე იმის შესახებ, რომ ახალი ვერსია გამოვიდა, თუმცა მითითებული სერვერი არის ოფიციალური და იქ უკვე დევს გამზადებული დისტრიბუტივი.

