დღეს შედგა MeeGo ღია პლატფორმის პირველი რელიზი, რომელიც კომპანიებმა Nokia და Intel-მა წარმოადგინეს.
მოცემულ რელიზში შევიდა MeeGo Core Foundation-ის სტაბილური ბირთვი და სამომხმარებლო ინტერფეისი ნეტბიქებისათვის (MeeGo Netbook UX). ასევე ინტერფეისი მობილური მოწყობილობებისათვის (Handheld UX) გამოშვებული იქნება ნოემბერში, ხოლო მისი დამუშავება უკვე ივნისიდან დაიწყება. ასევე გამოვიდა MeeGo SDK, რომელიც ჯერ-ჯერობით ნეტბუქების პროგრამებზეა ორიენტირებული.
MeeGo Netbook User Experience შეიცავს:
- მდიდარ სამომხმარებლო ინტერფეისს ნეტბუქებისათვის, რომელიც იყენებს უახლეს open source ტექნოლოგიებს.
- პირდაპირი წვდომა კალენდართან, ამოცანებთა, ბოლოს გამოყენებულ ფაილებთა და სოციალური ქსელების განახლებებთან მთავარი ეკრანიდან.
- სოციალური ქსელების კონტენტის აგრეგაცია, რაც შესაძლებელს ხდის დაინახოთ თქვენი მოაწილეობა და ეურთიერთოთ მეგობრებს, განაახლოთ სტატუსი და ა.შ.
- ინტეგრირებული Google Chrome ან Chromium სწრაფი და მდიდარი სერფინგისთვის. შემდეგ გამოცემებში გამოჩნდება Mozilla Fennec
- ადვილად მოსახმარი საფოსტო პროგრამა, კალენდარი და მედია-ფლეერი
- წარმადობის მაღალი ოპტიმიზაცია
- ენები: იაპონური, კორეული, ჩინური, შვედური, პოლონური, ფინური, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, რუსული, ინგლისური და რა თქმა უნდა არ არის ქართული 🙁
The MeeGo v1.0 Core Software Platform შეიცავს:
- ბირთვი – Linux 2.6.33
- DeviceKit და udev მოწყობილობებთან მუშაობისათვის
- თანამედროვე 2D/3D გრაფიკური სტეკები (Cairo, OpenGL/OpenGL ES)
- შეერთებების მენეჯერი Connman, ტელეფონიის სტეკი Ofono, BlueZ
- Qt 4.6
- Universal Plug and Play (gUPnP)
- მედია ფრეიმვორკი (GStreamer)
- ფაილური სისტემა BTRFS
ახალი რელიზები გამოვა ყოველ 6 თვეში, ანუ MeeGo v1.1 გამოვა 2010 წლის ოქტომბერში.
ჩამოსატვირთი ბმულები:
- MeeGo v1.0 ნეტბუქებისთვის, Intel Atom პროცესორებისთვის (სამომხმარებლო ინტერფეისთან ერთად).
- MeeGo v1.0 core software platform Nokia N900-მოწყობილობისთვის


