ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაივანური კომპანია MSI გამოუშვებს ახალ პლანშეტურ კომპიუტერს.

Computex 2010-ის ჩვენებაზე (1-6 ივნისი, ტაიბეი, ტაივანი) MSI წარადგენს 10-დიუმიან პლანშეტს Slatebook-ს პლადფორმა Intel Menlow-ის ბაზაზე. ცნობილია, რომ მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Intel Atom-ის Z სერიის ჩიპსეტით და 3G და Wi-Fi მოდულებით. MSI Slatebook იმუშავებს ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მართვის ქვეშ.

MSI აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტენტ-პროვაიდერებთან და soft-ის მწარმოებლებთან, რათა Slatebook-ის მომხმარებელმა შეძლოს ელექტრონული წიგნების წაკითხვა.

მოწყობილობის ფასი შეადგენს $500.

MSI ასევე ჩვენებისთვის ამზადებს პლანშეტს პლადფორმა nVidia Tegra-ს ბაზაზე, თუმცა ამ მოდელის ბაზარზე გამოჩენა ახლო მომავალში არ იგეგმება: გაყიდვა დამოკიდებულია მსგავსი მოწყობილობების მოთხოვნაზე.

გამოყენებულია DigiTimes-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.