ნოუთბუქ-ტრანსფორმერი HP TouchSmart tm2 პროცესორით Intel Core i3 და i5
კომპანია Hewlett-Packard გამოსაშვებად ამზადებს განახლებულ 12,1-დიუმიან ნოუთბუქ-ტრანსფორმერს TouchSmart tm2, იუწყება გერმანული რესურსი NewGadget.de.
შეგახსენებთ: ამ პრტატული კომპიუტერის წინა მოდიფიკაცია დაკომფლექტებული იყო პროცესორებით Intel Core 2 Duo SU7300 ან SU9600. არსებული ინფორმაციით, ივნისში ნოუთბუქი აღიჭურვება Intel Core i3 და i5 ჩიპებით. სრულიად შესაძლებელია, რომ HP-მ შეცვალოს ვიდეოადაფტერი ATI Mobility Radeon HD 4550 ოპერატიული მეხსიერებით 512 მბ რაიმე უფრო თანამედროვე და მძლავრით.
აღსანიშნავია ის, რომ ამერიკულმა მწარმოებელმა ერთდროულად განაახლა საკუთარი ნოუთბუქების და ნეტბუქების რამდენიმე ხაზი.
გამოყენებულია NewGadget.de-ის მასალები.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 8 მაისი, 2010 ·არქივის შესახებ

