კომპანია Samsung-მა გამოუშვა კომპიუტერ-მონობლოკის MU200-ის ახალი ვერსია.
MU200 Magic Kids ორიენტირებულია მცირეწლოვან მომხმარებლებზე, სწორედ მათთვის არის კომპიუტერი აღჭურვილი სპეციალური მულტიპლიკაციური ინტერფეისით, და ასევე საგანმანთლებლო მასალებით. როგორც იუწყებიან ამ მომსახურებას კომპიუტერის ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
კომპიუტერი არის 2,2 გიგაჰერცული პროცესორის ntel Pentium Dual-Core T4400-ის ბაზაზე. კომპიუტერი აღჭურვილია 20 დიუმიანი სენსორული დისპლეით, წერტილოვანი გაფართოვებით 1366х768 და გააჩნია ”მულტითაჩ” ტექნოლოგიების მხარდაჭერა, 3 გბ ოპერატიული მეხსიერება და nVidia ვიდეოადაფტერი. MU200 Magic Kids-ის კომპლექტში ასევე შედის Windows 7 ოპერაციული სისტემის დაყენება.
კომპიუტერის ღირებულება სამხრეთ კორეაში – 1162 $
გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.


