კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ნახევრადგამჭვირვალე AMOLED-პანელი 19 დიუმინაი დიაგონალით.
შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგია AMOLED (აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე), საშუალებას იძლევა შეიქმნას ეკრანები, რომელიც საჭიროებს ტრადიციული თხევად კრისტალური დისლპეებთან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა.19 დიუმი, მწარმოებლების განცხადებით, არის რეკორდული დიაგონალის სიდიდე ნახევრად გამჭვირვალე AMOLED-დისპლეებისთვის. გამჭვირვალობის შემუშავების სიდიდე არის 30%. მოსალოდნელია, რომ ასეთი ეკრანები გამოყენებული იქნება პორტატულ კომპიუტერებში, საავტომობილო ინფორმაციულ სისტემებში და ასევე სარეკლამო სფეროში. დისპლეების კომერციული წარმოების დრო დაზუსტებული არ არის.შეგახსენებთ. რომCES 2010 გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა იანვარში Samsung-მა აჩვენა 14-დიუმიანი ნოუთბუქის პროტოტიპი, ნახევრად გამჭვირვალე AMOLED-პანელით.
გთავაზობთ ამ ლეპტოპის დემონსტრირების ვიდეოს:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=fPY7WYBtq8w
გამოყენებულია OLED-Display.net-ის მასალები.

