ფიჭური ოპერატორი   Sprint გვამცნობს, რომ  სმარტფონ  HTC EVO 4G გაყიდვა ამერიკაში დაიწყება 4 ივნისიდან.

აპარატის ღირებულება, რომელსაც აქვს CDMA EV-DO და WiMAX მხარდაჭერა, შეადგენს $199. ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების პირობით. საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც ავალდებულებს მომხმარებელს გადაიხადოს ყოველთვიურად მინიმუმ $70. WiMAX-ის გამოსაყენებლად მომხმარებლებს მოუწევთ კიდევ $10 დამატება.

HTC EVO 4G- ფლაგმანური მოწყობილობა, რომელსაც აქვს 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გაფართოებით 480×800 (WVGA), 8-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით ფორმატში 720p და Qualcomm Snapdragon-ის გიგაჰერცული პროცესორი.  მოწყობილობა მუშაობს Android 2.1 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ EVO 4G-ის ანონსი შედგა მარტში  CTIA Wireless 2010-ის გამოფენაზე  (ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ).

გამოყენებულია Sprint-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.