
მინდა გავახარო მაკის გეიმერები რომლებიც ელოდებოდნენ Steam-ის მიერ მისი თამაშების დისტრიბუციის სისტემის პორტირებას OS X-თვის. Valve-მ ხუთშაბათს განაცხადა რომ 12 მაისს გამოვა Steam for MAC პირველი ვერსია.
ბეტა ტესტირება პრივატულ გარემოში მიმდინარეობდა მარტის ბოლოდან მოყოლებული, სქრინშოტები და ვიდეოებიც რამოდენიმე კვირაში გამოჩნდა.
როგორც წინასწარ იყო ცნობილი, პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს ანალოგიური ვიდეო თამაშების დისტრიბუცია, როგორიცაა PC-ზე. ასევე შესაძლებელი იქნება PC პლატფორმისთვის შეძენილი თამაშების MAC-ზე გაშვება დამატებითი გადასახადის გარეშე თუ რა თქმა უნდა თამაში ორივე პლატფორმისთვის არის გამოშვებული.
მოკლედ ველოდებით რელიზს და მერე უფრო დაწვრილებით შეიძლება ვისაუბროთ ამ სიახლეზე უკვე მომხმარებლის ამპლუაში.
