როგორც დასავლეთის ქსელური წყაროები იტყობინებიან, მეოთხე კვარტალში კორპორაცია Intel წარმოადგენს “ექსტრემალურ” 6 ბირთვიან პროცესორს სამაგიდო კომპიუტერებისათვის.
Intel – ის პირველი, ამ ტიპის პროცესორი, ჩიპი იყო Core i7-980X Extreme Edition. მისი მზადება მიმდინარეობს 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით, აქვს მესამე დონის 12მბ ქეშ მეხსიერება და 3,33 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირე.
ამ პროცესორის დასახელება იქნება Core i7-990X Extreme Edition. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია რომ მას ექნება მისი წინამორბედის ანალოგიური მახასიათებლები. მისი ფასი კი სავარაუდოდ იქნება $999.
ასევე ცნობილი გახდა რომ მესამე კვარტალში Intel გამოუშვებს ჩიპს Core i5-760, 4 ბირთვით.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

