ახალი 6 ბირთვიანი Intel - ის პროცესორი სავარაუდოდ მეოთხე კვარტალში გამოვა

როგორც დასავლეთის ქსელური წყაროები იტყობინებიან, მეოთხე კვარტალში კორპორაცია Intel წარმოადგენს "ექსტრემალურ" 6 ბირთვიან პროცესორს სამაგიდო კომპიუტერებისათვის.

Intel - ის პირველი, ამ ტიპის პროცესორი, ჩიპი იყო Core i7-980X Extreme Edition. მისი მზადება მიმდინარეობს 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით, აქვს მესამე დონის 12მბ  ქეშ მეხსიერება და 3,33 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირე.

ამ პროცესორის დასახელება იქნება  Core i7-990X Extreme Edition. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია რომ მას  ექნება მისი წინამორბედის ანალოგიური მახასიათებლები. მისი ფასი კი სავარაუდოდ იქნება $999.

ასევე ცნობილი გახდა რომ მესამე კვარტალში Intel გამოუშვებს ჩიპს Core i5-760, 4 ბირთვით.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ