იდეა, დისტანციური მართვა ჟესტების საშუალებით, არ წარმოადგენს სიახლეს. ბოლოსდაბოლოს ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიან სამყაროში, მაშინ რატომ არ უნდა ვმართოთ ჟესტების საშუალებით ტელევიზორი, კომპიუტერი ან თუნდაც რობოტი?

კომპანია GestureTek–მა შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია “ჟესტების აღქმა”, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელის მარტივი მოძრაობით მართოს ტელევიზორი, კომპიუტერი ან ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ვებ–კამერა.

სისტემა აღიქვამს მთლიან სხეულს სამ განზომილებაში და თითოეულ მოქმედებას უკავშირებს კონკრეტულ კომპიუტერულ ბრძანებას. მაგალითად, ხელის ტალღისებური მოძრაობით შესაძლებელია ტელევიზორის გამორთვა, წრიული მოძრაობით ხმის დარეგულირება. იმისთვის, რომ მოწყობილობამ მომხმარებელი აღიქვას სამ განზომილებაში, რათქმაუნდა ერთი ვებ–კამერა არ არის საკმარისი, საჭიროა რამდენიმე მინიმუმ სამი.

მეცნიერები, ასევე მუშაობენ ჟესტებით უფრო რთული სისტემის მართვის აპარატზე. ფრედერიკ კაპლანმა (Frederic Kaplan) შექმნა კომპიუტერი სახელწოდებით QB1, რომელიც, როგორც თავად აცხადებს “შეცვლის ადამიანისა და მანქანის ურთიერთობის პრინციპებს”. QB1–ს უყენია რთული ტექნოლოგიის 3D კამერები, რომლებიც აღიქვამენ ადამიანის აბსოლიტურად ყველა მანევრს. კომპიუტერების დაპატენტება დაწყებულია, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.

ტოკიოს უნივერსიტეტის ინჟინერი ცუიოში ჰორო (Tsuyoshi Horo) თავის რობოტიზირებულ სკამთან ერთად:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=9e9PrXlNyLE

One Response

  1. იქნებ მაიკროსოფტის ახალი XBOX-ზე დაგვეწერა რამე რომელსაც ჟესტებით მართვაც აქვს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.