კომპანია Motorola–ამ და ფიჭურმა ოპერატორმა Verizon Wireless–მა წარმოადგინეს ფლაგმანური «გუგლფონი».

სიახლე ფუნქციონირებს Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ მოდელს აქვს ვირტუალური Swype–კლავიატურა.

სმარტფონი აღჭურვილია გიგაჰერციანი TI OMAP3630–ის პროცესორით.

Droid X–ს აქვს: 4,3–დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გაფართოვებით 480×854 (FWVGA), 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტფოკუსით, ორმაგი შუქდიოდური გაელვება და HD–ვიდეოს ი ჩაწერის ფუნქცია ფორმატში 720p, HDMI–პორტი, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, ელექტრონული კომპასი, Wi-Fi კონტროლერი DLNA–ის მხარდაჭერით, Bluetooth მოდული ვერსია 2.1+EDR , 8-გიგაბაიტიანი ფლეშ–მეხსიერება, microSD/microSDHC–ის ფორმატის მეხსიერების ბარათების სლოტი მოცულობით 32 გბ–მდე, microUSB პორტი და 3,5 მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის.

აკუმულატორი მოცულობით 154 მა/სთ უზრუნველყოფს 8 სთ–ს ავტომატურ მუშაობას გადაცემის რეჟიმში   და 220 საათანდე მოლოდინის რეჟიმში. მოწყობილობას გააჩნია CDMA EV-DO Rev. A 800/1900 მჰც ქსელებში მუშაობის მხადაჭერა.

მოდელის ღირებულება შადგენს $200.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=u3GVI971TcA

გამოყენებულია Motorola–ის და Verizon Wireless–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.