არქეოლოგები ბრიტანეთში ჩაატარებენ უდიდეს გათხრებს

არქეოლოგები დიდ ბრიტანეთში ჩაატარებენ ერთ–ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ნეოლითური ძეგლის მარდენ–ჰენჯის ექვსკვირიან გათხრებს.
მარდენ–ჰენჯი ბრიტანეთში ყველაზე დიდი ჰენჯია. მისი ფართობია 15 ჰექტარი (შედარებით უფრო ცნობილი ეივბერი — 11,5). ფართიბი ძლიერ დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შედეგად, არცერთი ქვა, თავდაპირველი მდგომარეობით, არ არის დარჩენილი.
«იმედი გვაქვს, რომ გათხრების შედეგად ჩვენ გავცემთ ბევრ კითხვას პასუხს, — აცხადებს არქეოლოგი ჯონ ლირი. — თოერიულად მსხვერპლშეწირვის რიტუალის სისტემა მარდენ–ჰენჯში შესაძლებელია უფრო მძიმე ყოფილიყო, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ».
მარდენ–ჰენჯი შედის უოლტშირის საგრაფოს შემადგენლობაში, ზუსტად ეიბერსა (ჩრდილოეთით) და სტოუნჰენჯს (სამხრეთით) შორის.
ქალაქის რუკა
წყარო — BBC.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ
