HardwareSamsung

CommunicAsia 2010: 14-მეგაპიქსელიანი კამერაფონი Altek Leo

ტაივანურმა კომპანიამ Altek Corporation–მა CommunicAsia 2010–ის გამოფენაზე  (სინგაპური, 15–18 ივნისი) წარმოადგინა  სმარტფნი Leo

სიახლეს აქვს 14-მეგაპიქსელიანი კამერა CCD-მატრიცის ბაზაზე დიაგონალით 1/2,3 დიუმი, იმპულსური და შუქდიოდური გაელვება, ასევე ფართო–კუთხიანი ობიექტივი სამმაგი ოპტიკური ტრანსფაქტორით.  მოწყობილობას აქვს HD-ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა (1280×720 წერტილი,) H.264 ფორმატში. მაქსიმალური შუქმგრძნობელობა  –– ISO 3 200.

Leo აღჭურვილია 3,2–დიუმიანი სენსორული TFT–დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 480×800 (WVGA), microSD–ის ფორმატის ბარათის სლოტით, Wi-Fi (IEEE 802.11n) კონტროლერით და Bluetooth 2.1+EDR მოდულით. მოწყობილობას აქვს GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ქსელებში მუშაბოის მხარდაჭერა.

სმარტფონი ფუნქციონირებს Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. ზუსტი მონაცემები აპარატის პლატფორმაზე ჯერჯერობით უცნობია; ის იქნება ან Samsung–ის 800–მეგაჰერციან პროცესორზე ან Qualcomm Snapdragon–ის ჩიპის ბაზაზე.

კამერაფონის გაყიდვაში გამოსვლა დაიწყება მეოთხე კვარტალში. პირველად კამერაფონი გამოჩნდება ჩინეთში, ჰონკონგში და ტაივანში. Leo–ს ღირებულება — $499.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ikvYq1prQBs

გამოყენებულია Altek Corporation–ის და CNET News–ის მასალები.


დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ