გამომცემლობა Electronic Arts–მა და დეველოპერულმა კომპანიამ BioWare–მ დაასახელეს Mass Effect 2: Overlord–ის დამატების რელიზის ზუსტი თარიღი.

ადდონი გამოვა Xbox 360–ისა და PC-თვის 2010 წლის 15 ივნისს.

შეპარდს და კოსმოსური ხომალდის «ნორმანდიის» ეკიპაჟებს მოუწევთ იმ პლანეტაზე წასვლა, სადაც არის ორგანიზაცია «ცერბერის» (Cerberus) სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს ადამიანებზე და გუთებზე (კიბერნეტიკული უცხოპლანეტური რასა). ლაბორატორია დაპყრობილი აქვს არაბუნებრივ, ზეაზროვნებას და საფრთხეს უქმნის მთელ გალაქტიკას. თამაშის ისტორია დაყოფილია სულ ხუთ მისიად.

როგორც მოსალოდნელია, სიახლე გავრცელდება მხოლოდ ინტერნეტში. სიახლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება 6,7 ევროდ.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=JdVehCAe6b8

წყარო — Eurogamer.

One Response

  1. ეგ უკვე დავხურე და გაგრძელების სურვილი თითქმის არა მაქვს 🙂
    თუმცა კარგი იქნება თუ რამე ახალს შემოგვთავაზებენ ამ ნაწილში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.