იაპონურმა კორპორაციამ Hitachi–მა წარმოადგინა პირველი ადამიანის მსგავსი რობოტი, რომელიც დგას გორგოლაჭებზე. კიბერბავშვი რეაგირებს ხმოვან ბრძანებებზე და ინარჩუნებს წონასწორობას არათანაბარ ზედაპირზეც.

EMIEW2–ს გააჩნია ფეხების ამორტიზატორების რთული სისტემა, რომლებიც საშუალებას აძლევს მას გადალახოს სირთულეები მიწის ზედაპირზე. «ის აკონტროლებს სხეულის პოზიციას ზუსტად ისე, როგორც ადამიანი, რომელიც დგას გორგოლაჭებზე», — განაცხადა ტოკიოს პრეზენტაციაზე იუძი ჰოსოდამ, რომელიც წარმოადგენს Hitachi–ის სატრანსპორტო სისტემის განყოფილების მთავარ მეცნიერს.

80–სანტიმეტრიანი რობოტი იწონის 14 კგ–ს. მის ჩაფხუტზე დამაგრებულია 14 მიკროფონი, რომლის საშუალებითაც იგი არჩევს ადამიანის ხმას გარეშე ხმებისგან — მაგალითად, მუსიკის ან ნაბიჯების ხმა. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 16 კმ/სთ–ს (როგორც სწრაფად მიმავალი ადამიანი).

რობოტის გამოყენება შესაძლებელია როგორც გიდი საოფისე შენობაში, ასევე მას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა — მაგალითად განახორციელოს პატრულირება და მოძებნოს ის ადამიანები ვინც ემალება დაწესებულების სათვალთვალო კამერებს.

კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია რობოტის კომერციალიზაციის გეგმები.

EMIEW — Excellent Mobility and Interactive Existence as Workmate (საუკეთესოდ მობილური და ინტერაქტიული არსება–თანაშემწე).

EMIEW2 უჩვენებს ყველაფერს რაც შეუძლია:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=0bnd5YPNzhg

ეს არის EMIEW2-ის წინამორბედი EMIEW:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=lZHEkVAhGlU

წყარო — ფრანც პრესი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.