რამდენიმე დღის წინ კომპანიამ HP განაცხადა, რომ ამაზადებს პრონტერების ახალ ხაზს, რომელსაც ექნება მისი უნიკალური ელ-ფოსტის მისმართი, ხოლო ყველა ამ მისმართზე მიღებული წერილი ავტომატურად დაიბეჭდება.

ამით, თქვენა ან ნებისმიერი სხვა, შეძლებს უბრალოდ გააგზავნოს დოკუმენტები თავისი iPhone-დან, Android სმარტფონიდან, iPad-დან ან ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც მიერთებული იქნება პრინტერზე.  რა თქმა უნდა ამ დროს პრინტერი ონლაინ რეჟიმში უნდა იყოს.

დასაბეჭდი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს მიბმული ფაილების (ათაჩმენტების) სახით, პრინტერს ესმის რამოდენიმე ფორმატი, PDF, JPG და MS Word-ის ფაილები). ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს მისამართი ხელში არ უნდა ჩაუვარდეთ სპამერებს, ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.