კოსმოსურმა აპარატმა Nasa Dawn დაამყარა ახალი რეკორდი სისწრაფის აკრეფაში,მან გაუსწრო მის წინამორბედს Deep Space 1 – ს.
ზონდ Deep Space 1 – ის შედეგი გაუმჯობესებულ იქნა 5 ივნისს, როდესაც Dawn – ის სიჩქარის ცვლილებამ შეადგინა 15 480 კმ/სთ. აქ საუბარია იმ სიჩქარის ცვლილებაზე რომელის ათვლაც იწყება ხომალდის რაკეტა – მატარებლიდან მოცილების შემდეგ.
Dawn – ის იონურმა ძრავებმა სულ 620 დღე იმუშავეს და ამ დღეების განმავლობაში დაიხარჯა 165კგ – ზე ნაკლები ქსენონი (Xenon). მარტივმა გათვლება აჩვენეს, რომ ზონდის სიჩქარე 100 კმ/სთ – ით იმატებდა ოთხი დღის განმავლობაში. ხომალდის ძრავები გათვლილია რომ იმუშავებს უპრობლემოდ ხუთ წელიწად ნახევარს, ამიტომ, მომავალში ვისაც ენდომება სიჩქარის ცვლილების რეკორდის დამყარება მისი მთლიანი ცვალებადობა უნდა შეადგენდეს 38620 კმ/სთ – ს .
ხომალდ Dawn – ის ძირითადი მიზანია, ასტეროიდ ვესტა – ს შესწავლა,რომელსაც აპარატი მიუახლოვდება დაახლოებით 2011 წელს და ასევე ჯუჯა პლანეტა ცერერა.მეცნიერებს იმედი აქვთ რომ მიიღებენ ზუსტ მონაცემებს ამ ობიექტების ფორმის,ზომის,მასისა და პლანეტის მინერალურ შემადგენლობის შესახებ.
Deep Space 1 ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთ წოდებას,მისი ძრავა ყველაზე დიდ ხანს მუშაობდა.”კონკურენტი” – ის გასწრებას კოსმოსური ხომალდი Dawn ამ წლის აგვისტოში შეძლებს.
ხომალდ DaWn – ის გაშვება 2007 წლის 27 სექტემბერი.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=3mn1VSovlI4
გამოყენებულია Jet Propulsion Laboratory – ის მასალები.


