თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს რომ მამაკაცის სასქესო უჯრედებში მდებარე ტრანსკრიპციული ფაქტორი შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის საფუძველი გახდეს.
Transcription factor — ეს არის ცხიმი,რომელიც აკონტროლებს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემას დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) – დან რნმ(რიბონუკლეინის მჟავა) – ში.ფაქტორი,რომელიც იყო გამოყენებული საცდელ სამუშაოებში,არის კიბოს მაპროვოცირებელი,მისი სახელია — BORIS (Brother of the Regulator of Imprinted Sites).
University of California (აშშ) – ის მეცნიერებმა შეძლეს დაემზადებინათ ვაქცინა BORIS – ი,რომელიც ეფექტურია მეტასტაზების გავრცელების სიჩქარის შენელებისთვის . მეცნიერების თქმით პრეპარატს აქვს შესაძლებლობა კიბოსსაწინააღმდეგო ინსტრუმენტის სტიმულირების, ამასთან ერთად ვაქცინა შეიძლება გახდეს კიდევ უფრო ეფექტური იმ შემთხვევაში, თუ კიბოიანი პაციენტის ორგანიზმიდან მოვაშორებთ იმონოსუპრესორულ უჯრედებს.
ვაქცინა შემოწმებული იქნა თაგვებზე ,რომლებსაც ჰქონდათ ადამიანის მკერდის კიბოს ანალოგიური მდგომარეობა. პრეპარატი თაგვის სხეულში შეყავთ იმუნური უჯრედებით, რომელიც ცნობილია როგორც – Dendritic Cell;თავისი მრავალი წამონაზარდის მეშვეობით უერთდება სხეულის სხვა უჯრედებს.BORIS – ის ფაქტორმა რომელიც მრავლდება დენდრიტული უჯრედების საშუალებით,თაგვებში რომელთაც არ ჰქონდათ კიბო გამოიწვია ძლიერი იმუნური ეფექტი კიბოს საწინააღმდეგოდ. ხოლო იმ თაგვებში რომელსაც ჰქონდათ კიბო მათში გამოიწვია მეტასტაზების გავრცელების თითქმის შეჩერება.
მეცნიერებმა ასევე ისიც აღნიშნეს რომ ეს პრეპარატი ბოლომდე ვერ არჩენს კიბოს ანუ ვერ აჩერებს მეტასტაზების გავრცელებას ის ანელებს და ამიტომ საჭიროა BORIS – ის საფუძველზე შექმნილი ვაქცინა კომბინირებული იყოს სხვა მკურნალობის მეთოდთან, რომელიც ზრდის იმუნური სისტემის დაავადებასთან ბრძოლისუნარიანობას.

