Microsoft

Microsoft - მა თავის პროდუქტებში აღმოაჩინა 30 -ზე მეტი "ხვრელი"

კორპორაცია Microsoft - მა მოამზადა პაჩების ახალი კრებული თავისი პროგრამებული პროდუქტებისათვის, რომლეიც გამოვა 8 ინვისს .

ცნობილია რომ სულ ნაპოვნია 34 სუსტი წერტილი. "ხვრელები" ნაპოვნია ოპერაციული სისტემა Windows -ის ყველა ვერსიაში ( მათ შორის Windows 7 -ში). ასევე Microsoft Office - ში,ბრაუზერ   Internet Explorer - ში და ასევე პლატპორმა Windows SharePoint Services -ში .

Microsoft - ს გეგმაში აქვს გამოუშვას 10 უსაფრთხოების ბიულეტენი: სამი მათგანი შეიცავს განსაკუთრებულად საშიშ სუსტ წერტილებს, ხოლო დანარჩენმა "ხვრელებმა" კი მიიღეს "მნიშვნლეოვანი" - ის სტატუსი. გამოვლენილი შეცდომების უმეტესობა შეიძლება გამოყენებული იქნას ბოროტმოქმედების მიერ კომპიუტერში შეღწევის მიზნით.

სხვა პაჩებთან ერთად ასევე გამოვა Internet Explorer - ის ე.წ დასაცავი პაჩი. ამ ბრაუზერის პრობლემა დაკავშირებულია VBScript - კოდის და  Windows - ის დამხმარე ფაილის (.hlp) - ის დამუშავებასთან .

როგორც წესი , პაჩებთან ერთად გამოვა Malicious Software Removal Tool - ის განახლებული ვერსია, გავრცელებული მავნე პროგრამების გასანეიტრალებლად. პაჩების გადმოწერა შესაძლებელი იქნება Windows Update - ისა და  Microsoft Update - ის მეშვეობით, ასევე Windows - ში ჩამონტაჟებული განახლების საშუალებების მეშვეობით.

გამოყენებულია Microsoft - ის მასალები .

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ