
NASA-მ გაუშვა ტელესკოპი Kepler ახალი პლანეტების აღმოსაჩენად. ტელესკოპს Kepler დაერქვა უდიდესი ასტრონომის იოჰან კეპლერის (johannes kepler) საპატივცემლოდ. ტელესკოპი შეიქმნა იმისთვის, რომ დაადგინოს სტრუქტურული განსხვავება პლანეტათა სისტემებს შორის და აღმოაჩინოს დედამიწის მსგავსი პლანეტები, სადაც შესაძლებელია ადამიანის არსებობა.
სპეციალური აპარატურის დახმარებით Kepler-ს შეუძლია განსაზღვროს ორბიტების პარამეტრები და პლანეტების ტემპერატურა, რითაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს შესაძლებელი არის თუ არა სიცოცხლე ნებისმიერ კონკრეტულ პლანეტაზე.
აპარატი აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპ-ფოტომეტრით, რომლის სამუშაო ზედაპირის დიამეტრი შეადგენს 95 სმ-ს.
როგორც მოსალოდნელია, უახლოეს სამ წელიწადში, ტელესკოპი შეძლებს ასი ათასზე მეტ ვარსკვლავის და მისი სისტემის დაკვირვებას.
აპარატი გაუშვეს ფლორიდის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებლის Delta II-ის დახმარებით.
პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 600 მლნ $.
