სინგაპურში კომპანია Nokia–ამ, Nokia Connection-ის event–ზე წარმოადგინა სმარტფონი X5 (X5-01), რომელიც ფუნქციონირებს Symbian 9.3 OS–ის მართვის ქვეშ (პლატფორმა S60 Third Edition Feature Pack 2).

სიახლე წარმოადგენს ვერტიკალურ «სლაიდერ»–ს, რომელიც  აღჭურვილია მოძრავი QWERTY–კლავიატურით და 2,36–დიუმიანი ჰორიზონტალური TFT-დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 240×320 (QVGA).

Nokia X5 (X5-01)–ს აქვს 5–მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით, 200 მბ ინტეგრირებული მეხსიერება, microSD–ის ფორმატის ფლეშის სლოტი მოცულობით 32 გბ, 3,5–მილიმეტრიანი ყურასასმენის ბუდე, FM-რადიომიმღები, microUSB პორტი, Bluetooth 2.1+EDR ადაპტერი და Wi-Fi კონტროლერი.

სამრტფონს აქვს GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც, ასევე UMTS/HSDPA 850/1900/2100 მჰც ან 900/1900/2100 მჰც ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა  (რეგიონის გავრცელების მიხედვით). მოლოდინის რეჟიმში ავტომატური მუშოაბის ხანგძლივობა არის 16 დღე, ხოლო მუსიკალურ რეჟიმში 24 საათი.

აპარატის ზომები –– 74,3×66,4×16,8 მმ, წონა–– 113,4 გრ.

Nokia X5 (X5-01)–ის რეკომენდრებული ფასი შეადგენს 165 ევროს. ინდონეზიაში სამრტფონი გაყიდვაში გამოვა, მესამე კვარტლის ბოლომდე; სხვა ქვეყნებში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=178itMFCE24

კომპანიამ X5 (X5-01)–თან ერთად წარმოადგინა სმარტფონის კიდევ ერთი ვერსია X6 8–გიგაბაიტიანი ფლეშ–მეხსიერებით. აპარატის ღირებულება არის 225 ევრო.

გამოყენებულია Nokia–ის მასალები.

One Response

  1. ეს რაა?
    მაიკროსოფტს მიბაძა ნოკიამ და ქალის კიდევ ერთი კოსმეტიკური კრებული გამოუშვა? 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.