ჭიქა ყავის მასტიმულირებელი ეფექტი დილაობით ეს მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.
ადამიანები რომლებიც ეტანებიან კოფეინის შემცველ სასმელებს , არანაირ ფაქტიურ მატონიზებელ ეფექტს არ იღებენ სხვა სასმელებთან შედარებით. ამ დროს უბრალოდ ხდება ორგანიზმში კოფეინის იმ რაოდენობის შევსება რომელის ნაკლებობასაც განიცდიდა სხეული ბოლო დალევის შემდეგ.
University Of Bristol – ის თანამშრომლებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 379 მოხალისეზე, რომლებმაც თავი შეიკავეს კოფეინის მიღებისგან 16 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ჯგუფის ერთ ნაწილს უფლება მისცეს დაელიათ კოფეინის შემცველი ერთი აბი, ხოლო მეორე ჯგუფს მისცეს პლაცებო . შემდეგ კი კომპიუტერზე მეხსიერების,ყურადღების და დამაჯერებლობის ტესტირებისას ორივე ჯგუფმა აჩვენა თითქმის იდენტური შედეგები. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო სისხლის წნევა პირველი ჯგუფის წევრებში მომატებული იყო.
ექსპერიმენტში მონაწილეთა ნახევარი სვამდა დაბალი კოფეინის შემცველობის სასმელებს – 40მგ ან ნაკლები (მაგ: კოკა-კოლის ერთი ქილა). მეორე ნახევარი კი სვამდა ბევრად მეტს. მათ ასევე თხოვეს შეეფასებინათ აღგზნებადობის, ყურადღებიანობის და თავის ტკივილის დონე ადრე დილას 100მგ კოფეინის მიღების წინ და შემდეგ , ასევე პლაცებოს შემთხვევაში. ისინი ვინც დიდი რაოდენობით იღებდა კოფეინს ადრეც, თავის აღგზნებადობის დონეს ბევრად ნაკლებად აფასებდნენ იმათთან შედარებით ვინც დიდად არ ეტანებოდა კოფეინს.
მეცნიერებმა დაასკვნეს,რომ საქმე ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვევასთან და თვითშთაგონებასთან.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემა International Journal of Neuropsychopharmacology – ში .
გამოყენებულია Times Online – ის მასალები .

