
მოკლედ, რომ ვთქვათ არავისთვის სიახლე არ იყო კოდური სახელწოდება “Project Natal” რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და შედგა როგორც Microsoft-ის Kinnect. მოკლედ ყველაფერი რაც მაიკროსოფტმა ჩადო ამ პროექტში შესანიშნავად გაკეთდა და ღირსეულად წარსდგა ახალი კონტროლერი ახალ კონსოლთან ერთად პუბლიკის წინაშე.
Kinect მოიცავს მოძრაობის რამოდენიმე დეტექტორს, რომლის მეშვეობითაც აგებს საკმაოდ ზუსტსა და ადვილად დათვლად 3D ინფორმაციას ოთახის პირობებში. არის ფერადი კამერა სურათების გადასაღებად, სახეების ამოსაცნობად და ა. შ, მაგრამ ნამდვილი საოცრება ხდება მონაოქრომატული CMOS კამერის სენსორის საშუალებით რომელიც შეწყვილებულია ინფრაწითელ ბლასტერთან. Microsoft-ში ამას “სიღრმის სენსორს” უწოდებენ, სწორედ ამ სურათის განათება და ჩრდილი გადის ანალიზს, რომ კონსოლმა ააგოს გარშემო ობიექტების 3D რუკა. ასევე არის მრავალ მიმართულებიანი მიკროფონების მასივი რომელიც ადგენს ხმის წყაროს და არ უშვებს ხმაურსა და ხელის შემშლელ ნებისმიერ ხმას.

ეს ყველაფერი მოტორიზებულ მბრუნავ ბაზაზეა დამაგრებული. Microsoft-ს არ გამოუქვეყნებია მოტორის პარამეტრები და სხვა დეტალები თუმცა Kinect-ს შეუძლია წარმატებით ადევნოს თვალყური მოთამაშის გადაადგილებას ოთახში.
Microsoft-მა არ იზრუნა იმაზე, რომ Kinect-ს ჰქონოდა მისივე დამოუკიდებელი პროცესორი, ამიტომაც სისტემის მუშაობისას XBOX 360-ის პროცესორზე 10-15%-ით მეტი დატვირთვა მოდის ზოგადად.
მოკლედ დანარჩენი დეტალების ნახვა შესანიშნავად შეიძლება Engadget-ის მიერ გამოქვეყენბულ ვიდეო რგოლში.
ასევე მინდა შემოგთავაზოთ Kinect-თვის დღეისათვის დაანონსებული თამაშების სია:
Zumba Fitness
Game Party in Motion
Motionsports
Kinect Adventures
The Biggest Loser: Ultimate Workout
Kinect Joyride
Kinect Sports
Adrenalin Misfits
Deca Sports Collection
Dance Central
Dance Masters
Sonic Free Riders
Kinectimals
EA Sports Active 2.0
Your Shape: Fitness Evolved
აღსანიშნავია რომ Kinect გამოვა 4 ნოემბერს და მისი შეძენა 150$-ის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
