შეერთებული შტატების არმიამ და ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა გააფართოვეს უპილუტო საფრენი აპარატების (DRONES) მოქმედების სფერო პაკისტანში.
თუ წინათ სპეცსამსახური მათ იყენებდა მხოლოდ მაშინ, როცა ტერორისტების ზუსტი ადგილსამყოფელი იყო ცნობილი, ამიერიდან დრონებს შეუძლიათ შეუტიონ ყველა ეჭვმიტანილ პირს, მაშინაც კი, როცა მათი სახელიც არ არის ცნობილი (ესენი შეიძლება იყვნენ ინსტრუქტორები, რიგითი ჯარისკაცები ან ნებისმიერი საეჭვო პიროვნება იარაღით ხელში). ვიდეოკამერიდან მიღებული მასალის კარგად შესწავლის შემდეგ, ხორციელდება რაკეტების დისტანციური გაშვება.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს პაკისტანში, რადგან ეს ქვეყანა წარმოადგენს ტერორისტების ბაზას, რომლებიც შემდეგ გადადიან ავღანეთში, სადაც ჯარისკაცებს არ უშვებენ, მხოლოდ დრონებს.
რობოტიზირებული ჯარისკაცების სტრატეგია, როგორც იუწყებიან, შეიქმნა ბუშის ადმინისტრაციის მიერ, 2008 წლის ბოლოს, მას სრულად დაუჭირა მხარი ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც ცდილობს ბრძოლებში რაც შეიძლება ნაკლები ცოცხალი ძალა დაკარგოს.
საბრძოლო დრონების გამოყენება პაკისტანში დაიწყო 2004 წელს. ადამიანის ულებათა დამცველი ორგანიზაციების აღრიცხვით, ამ წელს დრონების მიერ მოკლულთა 30%-ს შეადგენდა უდანაშაულო პირები. ხელისუფლების შეფასებით ეს ციფრი ბევრად დაბალია, რადგან უბრალო მოქალაქეები სამიზნესთან რჩებოდნენ საკუთარი სურვილით.

