Samsung

Samsung Galaxy Tab–ის მახასიათებლები

ცნობილი გახდა პლანშეტური კომპიუტერის Galaxy Tab–ის ტექნიკური მახასიათებლები, რომელსაც წლის ბოლომდე გამოუშვებს სამხრეთ კორეული კომპანია Samsung.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა აღჭურვილია 1,2-მეგაჰერციანი ARM Cortex-A8  პროცესორით. ეკრანი შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით, მისი გარჩევადობა ჯერჯერობით უცნობია. მინიმალური კონფიგურაციის შემთხვევაში გაჯეტს ექნება 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, ხოლო მაქსიმალური — 48 გბ. გარდა ამისა, Galaxy Tab–ს აქვს microSDHC–ის ფორმატის ბარათის სლოტი 32 გბ და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 4 400 მა/სთ. Galaxy Tab–ის წონა მიახლოვებით — 370 გრ.

კომპანია Samsung–მა განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერის ანონსი შედგება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა აგვისტოში ან სექტემბერში.

გამოყენებულია Nexus404 Group–ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ