კომპანია J.D. Power–ის ანალიტიკოსებმა ჩაატარეს საინტერესო გამოკითხვა, თუ რომელი მობილური ტელეფონი და სმარტფონი არის პოპულარული ამერიკის ბაზარზე. გამოკითხვის შედეგად ყველა მწარმოებელმა მიიღო ქულების გარკვეული რაოდენობა. აღსანიშნავია ის, რომ მაქსიმალური რაოდენიბა იყო 1000 ქულა.

სმარტფინის მწარმოებლებს შორის, 810 ქულით, ლიდერის პოზიცია დაიკავა კომპანია Apple–მა. ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ iPhone–ის პოპულარობას ამერიკაში. მეორე ადგილს იკავებს კომპანია RIM, თავისი სმარტფონით Blackberry — 741 ქულა. 727 ქულით მესამეზე გავიდა HTC. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილი დაიკავეს კომპანიებმა Samsung, Nokia და Palm შესაბამისად მათ მიიღეს 724, 720 და 712 ქულა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მობულური ტელეფონების ყველაზე პოპულარული ფირმა აღმოჩნდა LG – 729 ქულა. ასევე სამეულში შედიან Sanyo და Samsung — 712 და 703 ქულა. მეოთხედან მეექვსე ადგილამდე ასე განაწილდა: Kyocera, Motorola და Sony Ericsson. მათ მიიღეს 693, 685 და 683 ქულა. ბოლო ადგილზე, 667 ქულით, გავიდა ფინური კომპანია Nokia.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.