Toshiba Dynabook TX/98MBL: პირველი ნოუთბუქი Blu-ray 3D–ის მხარდაჭერით

დღეს, პირველად მსოფლიოში, კომპანია Toshiba–ამ წარმოადგინა პორტატული კომპიუტერი Dynabook TX/98MBL 15,6–დიუმიანი დისპლეით, რომელსაც გააჩნია Blu-ray 3D–ის მხარდაჭერა.

სიახლეში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგია nVidia 3D Vision, ხოლო კომფლექტის შემადგენლობაში შედის სპეციალური სათვალე 3D რეჟიმში სამუშაოდ.

კომპიუტერი აღჭურვილია პროცესორით Intel Core i7-740QM ტაქტური სიხშირით 1,73 გჰც, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით; მყარი დისკის მოცულობა შეადგენს 640 გბ–ს. გრაფიკული კონტროლერი — GeForce GTS 350M 1 გბ მეხსიერებით. ასევე ნოუთბუქის შემადგენლობაშია Wi-Fi კონტროლერი, ვებ–კამერა და ქარდრიდერი.

იაპონიის ბაზარზე სიახლე გამოჩნდება ივლისში; ფასი ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Toshiba–ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ