Games

Warner Bros. - მა დააანონსა ახალი Mortal Kombat

კომპანია Warner Bros. - ის გამომცემლობამ დააანონსა ლეგენდარული თამაშის Mortal Kombat - ის შემდეგი ეპიზოდის გამოსვლის შესახებ.

თამაშის ლიცენზიის  მფლობელი კომპანია Midway Game, გაკოტრდა და შესაბამისად ლიკვიდირებული იქნა, ხოლო კომპანიის აქტივები, მათ შორის Mortal Kombat - ის ლიცენზია გაიტანეს გასაყიდად. თამაშის ლიცენზია შემდეგ შეიძინა Warner Bros. Entertainment - მა და მას შემდეგ თამაშის სერიათა გაგრძელების ბედი უცნობი იყო.

თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია NetherRealm, რომლის ხელმძღვანელიცაა ედ ბუნი (Ed Boon), რომელიც 50 წლის განმავლობაში მუშაობდა Midway - ში, და იგი არის ერთ-ერთი ავტორი Mortal Kombat - ის წინა სერიებისა.თამაში იქმნება ახალ ბაზაზე.შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ უარი ეთქვათ 3D - ზე .თამაშში ასევე იქნება რამდენიმე ახალი რეჟიმი — ორი-ორზე ჩხუბი და კოოპერატიული დაპირისპირების რეჟიმი.

თამაში 2011 წელს გამოვა PS3 - სა და Xbox 360 - ისათვის.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=s0bVakbH_-o

გამოყენებულია Eurogamer - ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ