სკრიპსის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გენეტიკური მასალის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს კოკაინისგან დაუცველობის განსაზღვრაში და შეიძლება დაიწყოს სრულიად ახალი მიმართულება განკრნების მეთოდების შესამუშავებლად.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი თაგვის ტვინში (უფრო ზუსტად, დორსალურ ტრიატუმში, რომელიც პასუხისმეგებელია სიამოვნებასა და კმაყოფილებაზე), რომლებიც ყოველდღე, დაახლოებით ექვსი საათი განმავლობაში იღებდნენ კოკაინს, გაუორმაგდათ მოკროRNA-212–ის მოლეკულების კონცენტრაცია. ეს ცხოველები ნელ–ნელა კარგავდნენ ინტერესს ნარკოტიკის მიმართ.

შემდეგ სპეციალისტებმა გადადგეს კიდევ ერთი ნაბიჯი ბიოლოგიური მექანიზმის სიღრმეში და აღმოაჩინეს, რომ კოკაინის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს თავის ტვინის ნეირომედიატორის ჰიპერსტიმულაციას, რის გამოც იზრდება ციკლური ადენოზინმონოფოსფატის გამოყოფა, რომელიც, თავის მხრივ, ააქტიურებს CREB ტრანსკრიფციის ფაქტორს. ყველაფერი ეს იწვევს მოკროRNA-212–ის წარმოების ზრდას.

მათ გასაკვირად, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მოკროRNA-212–ის კონცენტრაციის ზრდა მკვეთრად ზრდის კოკაინის ზეგავლენას CREB–ზე.

«მთავარი კითხვა, რომელსაც, შესაძლოა, პასუხი გასცეს ამ გამოკვლევამ, — თუ რატომ არის ერთი ადამიანი უფრო დამოკიდებული კოკაინზე, ვიდრე მეორე, — აცხადებს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი და მოლეკულური თერაპიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი პოლ კენი. — ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული მოკროRNA იღებს დიდ კონტროლს ნარკოტიკის რეაქციაზე. რაც უფრო მეტია ეს, მით უფრო ნაკლებია დამოკიდებილება და პირიქით. პრაქტიკული თვალსაზრისით, ის ბლოკავს თქვენს სურვილს კიკაინის მიღებაზე».

მოკროRNA-212 მიეკუთვნება არაკოდირებულ რიბონუკლეინურ მჟავას კლასს, რომელიც არეგულირებს ასობით და ათასობით გენების ექსპრესიის დონეს. ამასთან დაკავშირებით სავარაუდოა, რომ მოკროRNA-212 დიდ როლს თამაშობს ფსიქიკურ აშლილობაზე. მათი პროცესში მონაწილეობის მიღების დამტკიცება, რომელიც დაკავშირებულია მიჩვევასთან, შეიძლება გახდეს მთავარი ნაბიჯი შიზოფრენიისა და მსგავსი დაავადებების განკურნების გზაზე.

«მომავალში, შესაძლებელია განვითარდეს მოლეკულური თერაპია, რომელიც ხელს შეუწყობს განსაზღვრული მოკროRNA-212–ის წარმოებას ან მის ჩანაცვლებას», — გააგრძელა პოლ კენიმ.

გამოკვლევის რეზულტატი გამოქვეყნდება ჟურნალში Nature.

წყარო სკრიპსის ინსტიტუტი.

One Response

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.