Hardware

ახალი პერსონალური კომპიუტერი Lenovo-საგან

კომპანია Lenovo ადგილზე არ დგას , ის ვითარდება და თავისი გიგანტური 9კგ-იანი ნეთბუქების შემდეგ გამოუშვა პერსონალური კომპიუტერი IdeaCentre A310. მისი გაბარიტები მართლაც შთამბეჭდავია — კორპუსის სისქე 18,5 მილიმეტრს არ აღემატება .

მოწყობილობას აქვს 21,5 დიუმიანი დისპლეი, გარჩევადობით 1920*1080 პიქსელი. ის მუშაობს Intel Core i3-350M-ის ბაზაზე და  Windows 7-ის ოპერაციულ სისტემაზე.

ასევე კომპიუტერს აქვს 3გბ ოპერატიული მეხსიერება (რომლის გაზრდაც მაქსიმუმ 8გბ-მდეა შესაძლებელი). მას აქვს ნახევარი ტერაბიტი, 500გბ ვინჩესტერი.აქვს დღესდღეობით პოპულარული HDMI პორტი.

კომპიუტერს აქვს უკაბელო კავშირის მოდულები — Bluetooth და WiFi. კორპუსის ფერი — თეთრი, კომპლექტში შედის უკაბელო კლავიატურა და მაუსი.

მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2010 ·არქივის შესახებ