შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში, რომელიც მდებარეობს ციურიხში (ETH Zurich) ამუშავდა უნიკალური სუპერკომპიუტერი Aquasar, რომელიც შექმნილია კორპორაცია IBM-ის მიერ.
გამოთვლითი კომპლექსის შექმნა დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ პროგრამა FOAK (First-Of-A-Kind-ის ფარგლებში. Aquasar-ის მთავარი განმასხვავებელი — თხევადი გაგრილების სტემაა: წყალს მიკროარხების მეშვეობით გააქვს ცხელი ჰაერი მიკროპროცესორებიდან. IBM-ის განცხადებით გამოყენებული ტექნიკური გადაწყვეტა ამცირებს ელექტროობის გამოყენებას 40%-ით იმ სუპერკომპიუტერებთან შედარებით, რომლებშიც საჰაერო გამწმენდებია გამოყენებული.
აღსანიშნავია რომ Aquasar-ის სისტემაში თბილი წყალია: გამაგრილებელ კონტურში გავლისას წყლის ტემპერატურა ცივდება 60 გრადუს – ცელსიუსით. შემდეგ კი სიპერკომპიუტერების ჩიპებით გაცხელებული წყალი გამოიყენება ინსტიტუტის გათბობის სისტემაში.
ჯამში 1 ვატზე Aquasar-ის დანახარჯი ენერგია შეადგენს 450 მეგაფლოპს.
გამოყენებულია TradingMarkets-ის მასალები.

