ალცგეიმერით დაავადებული პაციენტებისთვის დაწყებით სტადიაში, ინსულინის შეყვანით შესაძლებელია მათი მეხსიერების გაუმჯობესება. University of Washington-ის მეცნიერების თქმით, იმ პაციენტებს რომლებსაც მკურნალობა ჩაუტარდათ ოთხი თვის განმავლობაში, მათზე ჩატარებულმა მეხსიერების ტესტებმა დადებითი შდეგები აჩვენეს.

ალცგეიმერის დაავადება — ეს არის ტვინის ფატალური დაზიანება, ყველაზე მეტად გავრცელებულია დემენციის ფორმა; მთელს მსოფლიოში ამ დაავადებით 26 მილიონი ადამიანი იტანჯება.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ დაავადებულების დიდ რაოდენობას ტვინში ინსულინის ნაკლებობა შეენიშნებათ, იმ შემთხვევაშიც როდესაც დაავადება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ინსულინი დიდ როლს თამაშობს თავის ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში და ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებაში.

ექიმების კოლექტივმა ექიმ სუზან კრაფტის მეთაურობით, გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ რა მოუვიდოდა ადამიანს თუ ინსულინს მას პირდაპირ თავის ტვინში შეუყვანდნენ. გამოკვლევისთვის შეარჩიეს 109 ადამიანი; აქედან უმეტესობას ალცგეიმერის დაავადება ჰქონდა დანარჩენს კი სუსტი კოგნიტური დარღვევები და არ ჰქონდათ დიაბეტი. მონაწილეების მესამედს აძლევდნენ წამალს რომელსაც არანაირი სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია,იგივე პლაცებო, ხოლო დანარჩენებს კი სხვადასხვა დოზით ინსულინს, რომელსაც აშხურებდნენ ცხვირში ოთხი თხვის განმავლობაში.

როგორც გაირკვა, პაციენტებმა რომლებმაც ინსულინის თუნდაც უმცირესი დოზა მიიღეს, მკვეთრად გაუუმჯობესდათ მეხსიერება და აზროვნება და ყოველდღიური საქმიანობის შესრულების ტესტებში კარგი შედეგები აჩვენეს.

15 ცდისპირს რომლებსაც ინსულინით კურნავდნენ და რომლებიც დათანხმდნენ ზურგის ტვინის ფუნქციის ჩატარებას, მათ გაუუმჯობესდათ მეხსიერება და ამან გამოიწვია იმ საკვანძო უჯრედების გაუმჯობესება, რომელიც ალცგეიმერის დაავადებასთან პირდაპირ კავშირშია.

ამ მეთოდის კლინიკებში ალცგეიმერით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ გამოყენება ჯერ ადრეა, მაგრამ იმ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, რაც გამოკვლევებმა აჩვენეს ბოლო ცდისას, მასშტაბური კლინიკური ცდების დაწყება უკვე შესაძლებელია. ავღნიშნოთ ისიც რომ დღესდღეობით არსებობს პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ სიმპტომებს კურნავენ, ხოლო მედიკამენტი რომელიც ალცგეიმერით დაავადებულის მეხსიერებას აუმჯობესებს ასეთი დღემდე არ არსებობდა.

წყარო: Reuter.

One Response

  1. ძალიან კაი … რთული დაავადებაა. განუკურნებელი და ესეთი წინსვლა მართლა დიდი რამეა… ყოჩაღ მედიკოსებს რა რო ვაკვირდები დიდი წინსვლები აქვთ ბოლო დროს… არცაა თუმცა გასაკვირი .. 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.