Internet

ამიერიდან ვიდეოები YouTube-ზე გაფართოებით 4K

დღეს VidCon–ის კონფერენციაზე გაირკვა იმის შესახებ, რომ ამიერიდან YouTube–ს ექნება 4K-ს — გაფართოება 4096×3072 — მხარდაჭერა, ანუ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ვიდეოები ნახოს 360p–დან 4096p–მდე. 4K-თვის იდეალური ეკრანის ზომაა 7 მეტრი, ხოლო, მაგალითად, IMAX-ფილმებს უჩვენებენ პროექტორით გაფართოებით 2K.

გასული წლის დეკემბერში YouTube–მ დაიწყო 1080p (full HD) ვიდეოების მხარდაჭერა, ხოლო 4K დაახლოებით ოთხჯერ მეტია 1080p–ზე. ვიდეოების უმაღლეს ხარისხში საყურებლად ამიერიდან მენიუში უნდა მიუთითოთ «Original»:

ამჟამად, YouTube–ზე, მხოლოდ რამდენიმე ვიდეოა «Original» ხარისხში. ვიდეოების უმაღლეს ხარისხში სანახავად საჭიროა «ზესიჩქარის» მქონე ინტერნეტი.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2010 ·არქივის შესახებ