ავტონომიურ მოწყობილობებს დღემდე აქვთ ბევრი პრობლემა — ალგორითმული სირთულე მოქმედების დინამიურად ცვალებად გარემოში. თუმცა კვლევები მეცნიერების ამ დარგში დღემდე გრძელდება. ტიუბინგენის უნივერსიტგეტის (University of Tübingen) მეცნიერებმა შექმნეს, სრულიად ავტომატიზირებული, პატარა შვეულმფრენი. მოწყობილობას შეუძლია უთვალთვალოს მოძრავ სამიზნეს, მაგალითად ვერტმფრენის პატარა პლატფორმას და დაჯდეს მასზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამომგონებლებს არ გამოუყენებიათ არცერთი ძვირადღირებული ნაწილი; მოწყობილობა შექმნილია იაფფასიანი კომპონენტებისგან: ინფრაწითელი კამერა Wiimote, იმისთვის, რომ შუქდიოდური ნათურებით თვალი–ყური ადევნოს ასაფრენ–დასაფრენი ბილიკის. ინფორმაციის აღსაქმელად, შვეულმფრენში, გამოიყენეს Wii გადამცემი, ასევე ფრენის დროს აპარატის ორიენტაციაზე ზრუნავს ცენტრში დამაგრებული მიკროპროცესორი.

პროგრამული უზრუნველყოფა აანალიზებს მომართულებასა და 4–x შუქდიოდურ ინტენსივობას მოძრავ პლატფორმაზე, შემდეგ არეგულირებს ოთხივე ელექტროძრავას, იმისთვის რომ განხორციელდეს რბილი დაშვება.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=XpUdW_U2KJ8

2 Responses

  1. magari rameaa!

  2. კი, მეც დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა ესეთი სათამაშო:)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.