კომპანია Cisco ამზადებს სპეციალიზირებულ პლანშენტურ კომპიუტერს Home Energy Controller (CGH-100) თანამედროვე «ჭკვიანი» სახლისთვის.
მისი დახმარებით ჰიტექ–საცხოვრებლის მობინადრეები გააკნტროლებენ ელექტროქსელს მასზე მიერთებულ მაცივრებს, წყლის გამათბობლებს და გამანაწილებელ სისტემებს და ა.შ. გაჯეტის მიზანია ენერგიის ხარჯვის ოპტიმიზაცია და გადასახადების შემცირება.
Home Energy Controller აწყობილია Intel Atom პროცესორზე ტაქტური სიხშირით 1,1 გჰც, აღჭურვილია 7 დიუმიანი სენსორული დისპლეით რომლის გაფართოებაცაა 800×480 პიქსელი, რომელიც შესრულებულია თხევადი ტექნოლოგიებით. მოწყობილობას აქვს 512 მბ ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ მოდული 1 ან 2 გბ. აქვს კაბელური და უკაბელო კავშირის სხვადასხვა სდანდარტი, კერძოდ ZigBee, Wi-Fi(802.11b/g/n) და Gigabit Ethernet.
პროგრამულ პლატფორმათ გამოყენებულია Ubuntu Linux. სავარაუდოდ მოწყობილობის ფასი შეადგენს 900 დოლარს.
შეგახსენებთ ასევე რომ Cisco – მ დაამზადა 7 დიუმიანი პლანშეტი Cius კორპორატიული მომხმარებლებისათვის. გაჯეტს აქვს ასევე კამერა ვიდეოკონფერენციისათვის, სტერეოდინამიკები,დამატებითი 5 მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi კონტროლერი, 3G – მოდემი და Bluetooth 3.0 მოდულით.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=U0-H6K6u7-M
გამოყენებულია TechConnect Magazine –ის მასალები.

