Games

დღეს გამოდის შუთერი Blacklight: Tango Down

ამერიკულმა სტუდიამ Zombie–მ დაასრულა პირველი პირის შუთერის Blacklight: Tango Down–ის შექმნა.

ცნობილი გახდა, რომ პლატფორმა Xbox 360–თვის თამაში გამოვა 7 ივლისს, ხოლო PC-სა და PS3–თვის «რამდენიმე კვირის შემდეგ». დღევანდელი დღიდან, 15 დოლარის გადახდის შემდეგ, თამაშის გადმოქაჩვა შესაძლებელია კონსოლური ქსელიდან Xbox Live Arcade. თამაშის გამოქვეყნებაზე პასუხს აგებს ბრიტანული კომპანია Ignition.

15 დოლარად მომხმარებელი მიიღებს ერთ მოთამაშიან ოთხ მისიას, რომლის თამაში შესაძლებელია ასევე კოოპერატიულ რეჟიმში და უამრავ რუკას მულტიფლეერული ბრძოლებისთვის. თამაშის სიუჟეტი ვითარდება ახლო მომავალში; ჩვენი რაზმი მიემართება აღმოსავლეთევროპის ქალაქებში, სადაც წინათ საბჭოთა რესპუბლიკა იყო. მოთამაშეს მოუწევს ბიოლოგიური იარაღებისგან, ნგრევისგან და სხვა მრავალი საფრთხისგან თავის დაცვა, იმისთვის, რომ იპოვოს პოლკოვნიკი კლეინი...

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=7P-jxL2EJRc

წყარო VG247.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2010 ·არქივის შესახებ