ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდმა Ethiopian Heritage Fund, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის მონასტერში, შეძლო შემოენახა უძველესი მსოფლიოში ილუსტრირებული წიგნი.

ეს არის გარიმის სახარება. გარიმი დაერქვა მოძღვრის საპატივცემლოდ.

ავა გარიმი კონსტანტინოპოლიდან ეთიოპიაში ჩავიდა ჩვენი წელთაღრიცხვით 494 წელს. ლეგენდის თანახმად მას შეეძლო სახარების გადაწერა სულ რაღაც ერთ დღეში, რადგან ღმერთს არ ჩაჰავდა მზე მანამ, სანამ მოძღვარი არ დაასრულებდა სამუშაოს.

წიგნი V საუკუნიდან ინახებოდა გარიმის მონასტერში, ქალაქ ადუას მახლობლად, ქვეყნის ჩრდილოეთით. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარიმის სახარება არის უძველესი წიგნი, რომელშიც შენახულია ორიგინალური გვერდები. ის ფაქტი, რომ წიგნი გადარჩა დღევანდელ დღემდე, მეცნიერებს მიაჩნიათ წარმოუდგენელ მოვლენად, რადგან ეთიოპია გადაიწვა მუსლიმანებისა და იტალიელების შემოტევის დროს, ხოლო 1930 წელს მონასტერი დაინგრა ხანძრისგან.

სახარება დაწერილია თხის ტყავზე ძველეთიოპიურ ენაზე. V საუკუნით თარიღდება წიგნის ორი ეგზემპლარი, თუმცა მეორე დაწერილია სხვანაირი კალიგრაფიით. ორივე ფოლიო შეიცავს ფერად ილუსტრაციებს, რომლებიც დღემდე არ არის გახუნებული. იგეგმება წიგნების მონასტერიდან მუზეუმში გადატანა.

წყარო Daily Telegraph.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.