გამოჩნდა Symbian 4-ის პირველი სურათები

როგორც ჩანს, შესამჩნევად შეიცვალა სამუშაო მაგიდა. ეკრანის ზედა მხარეზე გამოჩნდა სტატუსის ხაზი, ხოლო ქვემოთ განლაგებულია სწრაფი წვდომის მენიუ ხშირად გამოყენებადი ფუნქციებისა და ელემენტებისთვის. ინტერფეისი გადამუშავებულია და ადაპტირებულია სპეციალურად სენსორული მოწყობილობებისათვის და სამუშაო მაგიდის ნებისმიერ ადგილას დაჭერისას გამოჩნდება ფანჯარა პარამეტრებით.
სავარაუდოდ Symbian 4 გამოვა ამ წლის ბოლოსთვის ან 2011 წლის დასაწყისში. ის აუცილებლად იქნება გამოყენებული Nokia-ში, მაგრამ ასევე ცნობილია რომ მას გამოიყენებს Samsung, Sony Ericsson და სხვა მწარმოებლები.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2010 ·არქივის შესახებ
