ბიოლოგებმა გერმანიიდან და ამერიკიდან გააერთიანეს ორი მიკროსკოპიის მეთოდიკა და დააკვირდნენ ემბრიონის დროზოფილის და თევზის (Zebrafish) შემთხვევებს.
ემბრიონის განვითარების სისწრაფე ძალიან დიდია: თევზის შემთხვევაში მაგალითად “Zebrafish”–ის შემთხვევაში ემბრიონთა რიცხვის 20 ათასამდე გაზრდას სულ 24 საათი ჭირდება. ავტორების მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია გვაძლევს ამ პროცესის დეტალების რეგისტრაციის საშუალებას და ასევე აქვთ ჩანასახზე დეტალური დაკვირვების შესაძლებლობა.
მეცნიერების ახალი გამოგონება ეყდნობა ორი წლის წინ გამოქვეყნებულ ემბრიონზე დაკვირვების მთოდს. ეს უკანასკნელი გვაძლევს ემბრიონზე დაქვეითებულ ზემოქმედებას ( ჩვეულებრივ კონფოკალურ მიკროსკოპიასთან შედარებით) , მაგრამ კარგად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკვირვების ობიექტი შედარებით გამჭირვალეა. 2008 წელს მკვლევარებმა შეძლეს ხარისხიანი გამოსახულების მიღება, რომელძეც აღბეჭდილი იყო თევზის ემბრიონის პირველივე დღეები, მაგრამ შემდგომ, როდესაც უკვე დიდი რაოდენობით უჯრედები წარმოიქმნა, სურათები სიმკვეთრეს კარგავდნენ.
პრობლემის გადასაჭრელად, ავტორებს მოუხდათ უარის თქმა ნიმუშის თანაბრად განათების მეთოდზე, რომელიც შეცვალეს მუქი და ღია მონაკვეთების ჩანაცვლების რთული სისტემით. მიღებული ცუდ ხარისხიანი სურათები შეაგროვეს ერთად და დაამუშავეს კომპიუტერული პროგრამით, რომელიც აქრობს არასასურველ ეფექტებს.
ასეთი მეთოდით აკვირდებოდნენ 58 საათის განმავლობაში თევზს, რომელსის პროცესსაც იღებდნენ სამი სხვადასხვა მხრიდან. ამ სამუშაოს შემდეგ მიღებული ვიდეომასალაზე ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება თევზის თვალი და ტვინი.
ამის გარდა, მეცნიერებმა დააფიქსირეს ნაკლებად გამჭირვალე ემბრიონის განვიტაების პირველი ეტაპებიც. ამ ექსპერიმენტის შედეგი წარმოდგენილია ქვემოთ:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=cR7wPOm5OFs
თევზის ჩანასახი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Kx-cO_qBFtk

