გამოქვეყნებულია სამყაროს პირველი სურათი, რომელიც გადაღებულია ევროპული კოსმიური ტელესკოპით ” Planck“.
ობსერვატორია, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი გარჩევადობა, რომელიც განკუთვნილია ანიზოტროპიის რელიქტური გამოსხივების დაკვირვებისათვის. აპარატი კოსმოსში გაგზავნეს 2009 წლის 14 მაისს. ივლისში მან მიაღწია მეორე მდანიშნულების წერტილს ლაგრანდჟს, ხოლო პირველი სურათები კოსმოსიდან მოვიდა სექტემბერში. მოსალოდნელია რომ “Planck” გახდება ინფორმაციის ძირითადი წყარო, რომელიც კავშირშია რამდენიმე კოსმოლოგიურ და ასტროფიზიკურ საკითხთან, ისეთი როგორიცაა მაგალიტად, წინა სამყაროს არსებობის თეორია და კოსმიური სტრუქტურის წარმოქმნა.
მკვეთრია ჰორიზონტალური ხაზი — ეს არის გალაქტიკის ძირითადი დისკი, რომელზეცაა მზე და დედამიწა. ზემოთ და ქვემოთ არის დიდი ცივი მტვრის წარმონაქმნები. პერიფერიაზე კი – “ანტიკური ცეცხლი”, რომელიც არის სამყაროს პირველი დღის თანამედროვე.
“ის, რასაც თქვენ ხედავთ ეს არის ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურა რომელიც შექმნილია გაზისგან და მტვრისგან, რომელიც მეტყველებს, იმის შესახებ თუ რო ხდება მზის გარშემო და იმის შესახებ თუ როგორ წარმოიქმნება გალაქტიკები”, — ამბობს პროექტის მონაწილე, ლონდონის იმპერიული კოლეჯის (Imperial College London, დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ენდრიუ ეფფე.
“ეს სურათი არ გვაძლევს პასუხებს, ის მხოლოდ გვიღებს კარებს ელდორადოში”, — გვიმარტავს ევროპული კოსმიური სააგენტოს (ESA) დირექტორი დევიდ საუტვუდი.
გამოყენებულია BBC და Daily Mail–ის მასალები.


