კომპანია GamePark Holdings-მა ჯიბის კონსოლი GP2X Caanoo Linux პროგრამულ პლატფორმაზე.
სიახლეში გამოყენებულია პროცესორი ARM ბირთვით და ტაქტური სიხშირით 533მჰც, ასევე ვიდეოკონტროლერი სამგანზომილებიანი გრაფიკასთან მუშაობის შსაძლებლობით. ოპერატიული მეხსიერება — 128მბ; ინფორმაციის შესანახად შეიძლება გამვიყენოთ SD/SDHC ფლეშ ბარათები.
კონსოლს აქვს 3,5 დიუმიანი ეკრანი 320×240 პიქსელი გაფართოებით, აქსელომეტრი და ვიბროძრავი. შესაძლებელია უკაბელო კავშირი Wi-Fi-ის ადაპტერის შეერთება. მოწყობილობის ზომები — 46×70×18,5მმ, წონა — 140გ.
GP2X Caanoo-ის მფლობელებს შეეძლებათ Linux-თამაშების გაშვება, ასევე ვიდეომატერიალების; MPEG4, Xvid, DivX და AVI, მუსიკალური კომპოზიციების მოსმენა და ციფრული ფოტოების დათვალიერება. ამის გარდა, სიახლე შეიძლება გამოიყენოთ როგორც ელექტრონული წიგნების რიდერი.
ცნობილია, რომ კონსოლი თვის ბოლოსთვის გამოვა ( სხვა მონაცემების მიხედვით ის აგვისტოს შუა რიცხვებში გამოვა) და კომპლექტაციის მიხედვით ეღირება 120 დან 150 დოლარამდე.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=xio_g7v_wkQ
წყარო:Linux for Devices

