მეცნიერებმა The University of Manchester-დან (დიდი ბრიტანეთი) აღმოაჩინეს ქიმიკატი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მადის ჩახშობა. მიგნების წყალობით შესაძლებელი იქნება ახალი გასახდომი პრეპარატების კლასის შექმნა, რომელსაც არ ექნება გვერდითი ეფექტები. ამის გარდა ამ ნივთიერების მეშვეობით, დარწმუნებით ამბობენ მკვლევარები, რომ ასევე შესაძლებელი იქნება ადამიანის განკურნვა ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან.
ჰემოპრესინი (ქიმიკატს სახელწოდება) ზემოქმედებს ტვინის დაჯილდოების ზონებზე, აქტიურდება, მაშინ როდესაც ადამიანი ტკბება გემრიელი საკვებით ან ეწევა დიდი ხნის “ნანატრ” სიგარეტს. ექსპერიმენტებმა აჩვენეს: რომ ჰემოპრესინი ბლოკავს ტვინის ამ მონაკვეთებს, რაც ამცირებს შეჭმული საკვებიდან მიღებულ სიამოვნებას.
თაგვები რომლებსაც ამ ქიმიკატს აძლევდნენ, ჭამდნენ გაცილებით ცოტას, ვიდრე სხვა თგვები. აღსანიშნავია, რომ ჰერმოპრესინი სხვა არავითარ ზეგავლენას თაგვების ქცევაზე არ ახდენდა. სხვა ჯგუფს თაგვებისა რომელთაც ასმევდნენ ქიმიკატის სინტეთიურ ანალოგს, ისინიც განიცდიდნენ მადის კლებას მაგრამ მათ ასევე სხვა გვერდითი ეფექტებიც ჰქონდათ, მაგალითად ძლიერი ტკივილი და ასევე გახშირებული გრუმინგი.
ექვსი წლის წინ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გამოჩნდა პრეპარატი რიმონაბანტი, რომელიც ასევე მოქმედებდა ტვინზე, კლავდა შიმშილის გრძნობას. თავიდან სიახლე ითვლებოდა სიმსუქნის წამლად. ცოტა ხანში გაირკვა, რომ რიმონაბანტი ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს და სუიციდანტურ აზრებს წარმოქმნის ადამიანში, ამის გამო სიახლე ამოიღეს გაყიდვიდან.
დღესდღეობით ჭარბზონიანობის ყველაზე პოპულარულ წამლად ითვლება ორლისტატი, რომელიც ხელს უშლის ცხიმების ორგანიზმში გათავისებას.
იცით თქვენ რომ ქრონიკული სიმსუქნის დიაგნოზი ესმება 20%-ით მეტ ბრიტანელს ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ. თუ სამოციან წლებში კაცების მხოლოდ 1 % ხოლო ქალების 2%-ს აწუხებდა სიმსუქნე დღესდღეობით, კაცების 25,2% ხოლო ქალების 27,7%. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს საშუალოდ მამაკაცის წონა იყო 65კგ, ხოლო ქალის — დაახლოებით 55. ხოლო ეხლანდელი მაჩვენებლები ესეთია: კაცი — 83,6კგ, ქალი — 70,2კგ.
გამოყენებულია Daily Mail-ის მასალები.


