ფარნბოროს საერთაშორისო აეროკოსმოსურ შოუზე (19–25 ივლისი, დიდი ბრიტანეთი) ამერიკულმა კომპანიამ Raytheon–მა წარმოადგინა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის Laser Weapons System–ის (LaWS) გამოცდის ვიდეო ჩანაწერი.
ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Phalanx Close-in Weapon System–ის დახმარებით (CIWS; რომელიც ასევე აწარმოებს ავტომატურ, რადიოლოკაციურად მართვად ტყვიამფრექვევ გატლინგს), რომელიც ასევე მის მიერ არის წარმოებული, იარაღი ფოკუსირებს მიზანზე და შემდეგ აცხელებს მის ქვედა ნაწილს ექვსი ლაზერის საშუალებით. ვიდეო რგოლზე ჩანს, ხომალდის გემბანიდან თუ როგორ იღებს დარტყმას, კარგავს წონასწორობას და ვარდება უპილოტო თვითმფრინავი.
ტესტირების დროს, გამოცდამ «შეიწირა» სამი მფრინავი აპარატი. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიმაღლით და სიჩქარით მფრინავი დრონის ჩამოგდება შეუძლია ლაზერს უცნობია, თუმცა არსებობს სამი მიზეზი რის გამოც ღირს ამ აპარატით აღფრთოვანება.
პირველ მიზეზი — ეს არის მყარი ლაზერი და არა ქიმიური, რაც უზრუნველყოფს არტილერისტების უსაფრთხოებასა და ამცირებს ენერგომოხმარებას. გარდა ამისა, მისი მოცულობა ძალიან მცირეა და ამიტომ მოხერხებულია ხომალდზე ან სატვირთო მანქანაზე დამაგრება.
მეორე მიზეზი — მყარი ლაზერი გაცილებით სუსტია ქიმიურთან შედარებით, ხოლო ტენიანი ზღვის ჰაერი მხოლოდ ართულებს ამ პრობლემას. ის ფაქტი, რომ აპარატმა შეძლო მუშაობა სერიოზული მიღწევაა. რა თქმა უნდა მიწაზე LaWS–ის (მსგავსი პროექტები უკვე აქვთ მწარმოებლებს — Silent Guardian Protection System, Vigilant Eagle Airport Protection System და Scorpion Directed Infrared Countermeasures system) ეფექტურობა ბევრად დიდი იქნება.
…და ბოლოს — Raytheon–მა წარმოადგინა აპარატი, რომელმაც შეძლო მოძრავი სამიზნის ჩამოგდება.
სხვათა შორის, გასულ წელს კომპანია Boeing–მა წარმატებით გამოცადა თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ლაზერული სისტემა Mobile Active Targeting Resource for Integrated Experiments (MATRIX). თუმცა, როგორც ჩანს Raytheon-ტექნოლოგია შედარებით გაუმჯობესებული და მობილურია.
კომპანია იუწყება, რომ პენტაგონი უკვე დაინტერესდა ამ პროექტით.
ვიდეო რგოლი, რომელიც გადაღებულია წმინდა ნიკოლოზის კუნძულზე, ლოს–ანჯელესიდან 120 კმ–ით დასავლეთით:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=uVv9McUBsuE
წყარო Popular Science, BBC და Raytheon.


