კანადური ფიჭური ოპერატორი Telus მალე დაიწყებს “გუგლფონის” HTC Desire  ვერსიის გავრცელებას, რომელსაც ექნება Sony–ის შემუშავებული Super TFT დისპლეი.

შეგახსენებთ, რომ Desire–ის ეხლანდელი ვერსია აღჭურვილია Samsung–ის მიერ გამოშვებული AMOLED-ეკრანით.

ადრე არსებობდა ინფორმაცია, რომ სამხრეთკორეულმა კომპანიამ გადაწყვიტა შეეწყვიტა (ან მნიშვნელოვნად შეემცირებინა) მსგავსი მატრიცის მიწოდება მისი პარტნიორებისთვის და გამოეყენებინა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის. სმარტფონების Nexus One, HTC Droid Incredible და HTC Desire–მა უნდა მიიღონ Super TFT დისპლეი, თუმცა აღსანიშავია, რომ Super TFT დისპლეი ვერ უტოლდება AMOLED-ეკრანს.

ესეც მოხდა. არც ისე გვიან გაირკვა, რომ ამერიკულმა ოპერატორმა  Verizon Wireless–მა გადაწია Droid Incredible–ის გაყიდვის დაწყების თარიღი, სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო.

გამოყენებულია Telus–ის და Electronista–ის მასალები.



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.