Microsoft: Milo & Kate გამოვა როგორც დამოუკიდებელი თამაში

Microsoft - მა უარყო Xbox - ის მართველის Aaron Greenberg - ის განცხადება იმის შესახებ რომ პროექტი Milo & Kate მხოლოდ დემონსტრაციაა.
გრინბერგმა განაცხადა რომ ეს პროექტი მხოლოდ ტექნიკური დემოა, შექმნილი სტუდია Lionhead - ის მიერ Kinect - ის პოპულარიზაციისთვის. "ეს არ არის თამაში და ჩვენ არ ვაპირებთ მის გასაყიდად გამოტანას" - განაცხადა ხელმძღვანელმა.
როგორც აღმოჩნდა აარონ გრინბერგს არასწორად ესმოდა MS - პოლიტიკამ ამიტომ ამას მოყვა სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები Microsoft - ის მხრიდან.
" პროექტი Milo არავის გაუუქმებია, მისი დამუშავება გრძელდება სტუდია Lionhead - ის მიერ, — დაწერა აარონ გრინბერგმა თავის Twitter-ბლოგზე.— მე მხედველობაში მქონდა რომ ეს თამაში ამ წელს არ გამოვიდოდა და არა ამ პროექტის მთლიანად უარყოფა. Lionhead Studios ყოველთვის იყო ინოვატორი, და ახალი თამაშიც ამის დამადასტურებელია".
თამაშის სიუჟეტი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ამ დროისთვის ცნობილია ის რომ მანიპულატორი Kinect მოგვცემს საშუალებას პერსონაჟებთან უშუალო ურთიერთმოქმედების, ვირტუალური ნივთებით და გარემოცვით მეტიც შესაძლებელია ნივთების "გადაცემა" რეალური სამყაროდან ვირტუალურში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=CPIbGnBQcJY
გამოყენებულია Eurogamer - ის მასალები.
