კომპანია Oregon Scientific ემზადება ვიდეოკამერა ATC9K HD Action Camera–ის გამოსაშვებად, რომლის დანიშნულებაცაა წყალქვეშ გადაღება.
სიახლეს შეუძლია 20 მეტრის სიღრმეზე ვიდეოს ჩაწერა გარჩევადობით 1920×1080 (Full HD) და 5 მეგაპიქსელი ფოტოკამერით სურათების გადაღება.
გაჯეტს აქვს GPS მიმღები ( მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია Google Maps–ზე იმ წერტილის დამახსოვრება სადაც ჩაყვინთა) ასევე აქსელერატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ დარტყმების ძალის დაფიქსირება რომელიც კამერაზე მოდის სხვადასხვა ობიექტებზე შეჯახებისას. ATC9K HD Action Camer–ს აქვს დისტანციურად მართვის მხარდაჭერაც.
სიახლის გაყიდვა დაიწყება “უახლოეს მომავალში”, თუმცა მისი ფასი ჯერ–ჯერობით არ სახელდება.
გამოყენებულია Oregon Scientific–ის მასალები.

