ჰავაის უნივერსიტეტის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, მაუნა–კეას მწვერვალზე, მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპის მშენებლობას.
ეს საშუალებას მისცემს, პროექტის ავტორებს, მთავრობას თხოვონ ეგრეთწოდებული ოცდაათმეტრიანი ტელესკოპის აშენების ნებართვა. მშენებლები სამუშაოს დაწყებას გეგმავენ მომავალი წლისათვის და დაასრულებენ 2018 წელს.
თუმცა, ზოგიერთი, ადგილობრივი მცხოვრები, გამოვიდა ტელესკობის აშენების წინააღმდეგ, მათი აზრით ის «შებილწავს წმინდა მთა მაუნა–კეას». ეკოლოგები თვლიან, რომ მშენებლობა ზიანს მიაყენებს უიშვიათესი მწერების გამრავლებას. თუმცა საბჭომ გააკეთა არჩევანი მეცნიერების სასარგებლოდ, რითაც შექმნის სამუშაო ადგილებს და დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას.
პროექტის ინიციატორები არიან: კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და კანადის უნივერსიტეტთა ასოციაცია ასტრონომიის დარგში. პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ასტრონომებმა და იაპონიის, ჩინეთისა და ინდოეთის ობსერვატორიის თანამშრომლებმა.
ახალი ტელესკოპის სეგმენტირებული ძირითადი სარკის დიამეტრი ცხრაჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე დღეს არსებულ ყველაზე დიდ ტელესკოპს გააჩნია. ასევე სამჯერ გაიზრდება გამოსახულების ხარისხი.
მეცნიერები ხუთი წელი ეძებდნენ ტელესკოპისთვის შესაფერის ადგილს და მრავალი მიზეზის გამო შეიჩა სწორედ მაუნა–კეა: ყოფილი ვულკანის სიმაღლე — 4 205 მ; წელიწადის 300 დღის განმავლობაში ცა მოწმენდილია, ასევე დიდი ქალაქებისაგან განსხვავებით კუნძულზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერია; აქვე მდებარეობს საერთაშორისო ობსერვატორია.
ჟან–ლუ შამო, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტი, ირწმუნება, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი მეცნიერების დარგში ბოლო 20 წლის განმავლობაში. მისი აზრით მხოლოდ დიდი ანდრონული კოლაიდერი თუ დაუდგება გვერდით ამ პროექტს.
ტელესკოპი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს წოდებას «უდიდესი მსოფლიოში», თუმცა ევროპელ მეცნიერთა ჯგუფი გეგმავს «ძალიან დიდი ტელესკოპის» აშენებას, რომლის სარკის ზედაპირის დიამეტრი იქნება 42 მეტრი.
იხილეთ მაუნა–კეას რუკა.
წყარო Associated Press

