კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლში მსოფლიო ბაზარზე პერსონალური კომპიუტერების მონაცემები.

სამი თვის განმავლობაში გაიყიდა დაახლოებით 81,5 მლნ სამაგიდო კომპიუტერი, ნოუთბუქი და ნეტბუქი. ეს მონაცემები 22,4%–ით (66,7 მლნ) მეტია 2009 წლის მეორე კვარტლის რეზულტატთან შედარებით.

14,8 მლნ გაყიდული პერსონალური კომპიუტერით ლიდერობს უმსხვილეს მწარმოებლი Hewlett-Packard, რაც 12,2%–ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით. HP–ის საბაზრო წილი შეადგენს ზუსტად 18,1%.

მეორე ადგილზე გავიდა კომპანია Dell, რომელმაც მოახდინა 10,6 მლნ კომპიუტერის რეალიზება; მეორე კვარტლის მონაცემებით კომპანია აკონტროლებს ბაზრის 13,0%–ს. 10,2 მლნ PC-ით და 12,6% წილით სამეულს ხურავს Acer.

მეოთხეზეა Lenovo, რომელმაც მოახერხა 8,3 მლნ კომპიუტერის გაყიდვა, რაც შეესაბამება ბაზრის 10,2%–ს. Toshiba–მ და ASUS–მა გაიყვეს მეხუთე ადგილი: კომპანიებმა მოახდინეს 4,3 მლნ კომპიუტერის რეალიზება და დაიკავეს ბაზრის 5,3%.

ამერიკის ბაზარზე ხუთი უმსხვილესი მწარმოებელი გადანაწილებულია შემდეგნაირად: Hewlett-Packard (25,7%), Dell (24,0%), Acer (11,0%), Apple (8,8%) და Toshiba (8,5%).

წყარო IDC.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.